თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.
მემორანდუმი კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, სპორტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილებულია სავაჭრო და ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებაზეც.