ქვეყანაში საყოველთაო აცრა დაწყებულია, თუმცა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არ იკლებს. სწორედ COVID-19-ს ემსხვერპლა კიდევ ერთი სასულიერო პირი. გუშინ, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა. 65 წლის დეკანოზს ინფექცია დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა. ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში გადიოდა.
65 წლის დეკანოზს ქრონიკული თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რამაც მედიკოსების თქმით, კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
როგორც ეპარქიაში ამბობენ, დეკანოზ იოსებ ზაქარიაძეესთან შემხებლობაში მყოფ, ეკლესიაში მომსახურე არც ერთ პირს კორონავირუსი არ აქვს.
"ავადმყოფობდა, ორი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, გულის პრობლემები ჰქონდა. მსახურებას, რომ ატარებდა, რამდენიმეჯერ ისვენებდა. შეუძლოდ იყო, უჭირდა.
ღვთის წყალობით ყველა კარგად ვართ. არავინ დაინფიცირებული არ არის, არავის არაფერი არ გვაქვს," - აცხადებს სტიქაროსანი ვაჟა ტორაძე.