ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირები წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ სასმელად უვარგისი, ბინძური წყლის გამო ხშირად იწამლებიან, მათ შორის, ბავშვები.
დევნილები პრობლემის მოუგვარებლობის გამო, შესაბამის უწყებებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას მოითხოვენ.