20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"სირცხვილია" 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაკავებას მოითხოვს 

პოლიცია 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა "სირცხვილიას" აქტივისტების გამოკითხვა.

"სირცხლიას" ორმა წევრმა პოლიციას ჩვენება მათ ოფისში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით მისცეს. 

"განსაკუთრებული კითხვები არ ჰქონიათ, მაგრამ დაინტერესება აქვთ, რიგით თანამშრომლებს ეტყობათ, რომ უნდათ მოძალადეების დაკავება. რაც შეეხება ორგანიზატორებს, რომელთა დაკავებაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვითხოვთ ამ ადამიანების დაკავებას,"- აცხადებს "სირცხვილიას" წევრი მარიამ დოლიძე. 

"მათ დეტალურად მიაწოდეს დილიდან გავნითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია რაც მათ გადახდათ, აგრეთვე მარიამ დოლიძემ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ ვიდეოჩანაწერებზე რომელიც სოციალურ ქსელში არის გავრცელებული, სადაც ცხადად ჩანს კონკრეტული პირების მოწოდებები, რასაც ჩვენ ვუკაშირებთ იმ ძალადობას და "სირცხვილიას" ოფისზე თავდასმხას, რაც 2021 წლის 5 ივლისს განხორციელდა,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი ივანე ჩიტაშვილი.

 

დღის ამბები