ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დააფასებენ ასშ-ს მთავრობის საჩუქარს და Pfizer-ის ვაქცინით მასობრივად აიცრებიან.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ეცდება უზრუნველყოს, რომ ვაქცინა თითოეული ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებით, ჩვენ ყველანი აქტიურად ჩავერთვებით აცრების მასიურ კამპანიაში. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ, ყველა იმ საჭირო პირობას, რათა თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.