20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ლეგენდარულმა ქართველმა მსროლელმა ნინო სალუქვაძემ 31-ე შედეგი აჩვენა

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამჯერად, მის გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ასაკას სასროლეთზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში 53 სპორტსმენი ჩაერთო, სალუქვაძემ კი, მხოლოდ 31-ე შედეგი აჩვენა.

ფინალში საუკეთესო 8 მსროლელი გავიდა, პირველი კი ჩინელი რანქსინ ჯიანგი იყო, რომელმაც კვალიფიკაციისთვის ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა. სალუქვაძე ახლა საქართველოსთვის მედლის მოპოვებას 25-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში შეეცდება.

დღის ამბები