5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თბილისის მთავარ სამმართველოში დღეს სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისის დარბევის საქმეზე გამოიკითხება.
"რამდენიმე მოძალადის სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული. ჩვენმა ჯგუფმა იმუშავა და ყველა ვიდეომასალა ამოღებული გვაქვს. ამ მასალის საშუალებით ადამიანთა იდენტიფიცირება შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ საგამოძიებო უწყებას ამ მასალასაც მივაწვდით," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება "სირცხვილიას" ოფისთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, რა დროსაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელზე, მათ შორის "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა განხორციელდა.