05 მაისი 2024,   00:14
ვრცლად
წვრთნების ჩატარების უწყვეტობა ადასტურებს, რომ აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას - პრემიერი

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წვრთნების - "მტკიცე სულის" თუ "ღირსეული პარტნიორის" ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას. 

"მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები