20 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო​ Fitch-ის შეფასებით, ქვეყანა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა, რაც ნეგატიურიდან სტაბილურობისკენ გაუმჯობესდა. ამ მონაცემის მიხედვით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა პოსტპანდემიურ პერიოდში გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, რაზეც გავლენა იქონია ექსპორტის ზრდამ და საერთაშორისო გზავნილებმა.

Fitch-ის სარეიტინგო საპროგნოზო მაჩვენებელი წინა მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3.5%-ით არის გაზრდილი. 

"არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო გლობალური ინვესტორების მიმართ. მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება, მყარი არის ინვესტორების მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები. პრაქტიკულად ჩვენ ამით მივაღწიეთ პანდემიამდელ დონეს,“ - ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილის თქმით, Fitch-ის შეფასებით, ქვეყანა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

"ქვეყანა დაუბრუნდა უკვე პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს ფიჩის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8%, რომელიც აღემატება ასევე საბაზისო სცენარში ჩვენს მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები