20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ყოველთვიური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ბინებით უზრუნველყოფა - რა შეღავათებს იღებენ ომში დაღუპულების ოჯახის წევრები

ყოველთვიური 1000-ლარიანი დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ბინებით უზრუნველყოფა - ეს იმ სოციალური პაკეტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან იღებენ.

გარდა რუსეთთან ომში დაღუპულებისა, დახმარება საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დასახიჩრებული ჯარისკაცების ოჯახებსაც ეძლევათ.

აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, სოციალური პასუხისმგებლობების გარდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაცაა, რაც ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას გულისხმობს. ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ამბობს, რომ თავსებადობის კუთხით თავდაცვის ძალებს წელს უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ჰქონდა. მრავალეროვანი სწავლებების გარდა, ქვეყანამ წელს შეიარაღების გაძლიერებაც მოახერხა.

2008 წლის რუსულ აგრესიას 170-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. მრავალწლიანი ოკუპაციის პირობებში, ქვეყნის მთავარ ამოცანას დეოკუპაცია, მიზანს კი ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს.

დღის ამბები