20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ავიაკომპანია "სილქ ვეი ეარლაინსი" ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს

ავიაკომპანია "სილქ ვეი ეარლაინსი" ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს.

ავია-გადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება. აზერბაიჯანული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, შემდეგ კი - ბაქოში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შტატებიდან საქართველოში სატვირთო ფრენების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"იწყება სატვირთო ფრენები მიმართულებით ჩიკაგო-თბილისი-ბაქო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ჯერ ეს ერთი მართლაც რომ პირველი პრეცენდენტი არის, როდესაც თუნდაც სატვირთო ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისის გავლით იქნება რეგიონალური ფრენები. ასევე მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩვენი ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის საავიაციო გადაზიდვები იმატებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები