ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს - მათ შორის რუსთავში.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში "რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები ჩაერთვნენ. ქალაქში ვაქცინაცია ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში - "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებითაა შესაძლებელი.
მასობრივი იმუნიზაციის პროცესს "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" რუსთავის მერი გაეცნო.