საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ბოლო 24 საათში კიდევ 5359 ადამიანი ინფიცირდა. გარდაიცვალა 42 პაციენტი. რაც შეეხება დღიურად აცრილთა რაოდენობას - 25 432 -ს შეადგენს.
მასობრივი იმუნიზაციის გასააქტიურებლად, კიდევ ერთი ახალი ცენტრი გაიხსნა ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში. მოქალაქეებს "ფაიზერით", "სინოვაკით" და "სინოფარმით" აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი აიცრა. ადგილზე მისული მოქალაქეების თქმით, ვაქცინაციის მსგავსი ფორმატი მათთვის უფრო მოსახერხებელი და მისაღებია.
ვაქცინაციას აღნიშნულ ცენტრში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.