კორონავირუსის გავრცელების გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, დედაქალაქში ტაქსის ტარიფები თითქმის გაორმაგდა. მოქალაქეებისთვის, ვისაც ვაქცინაცია სურს, სპეციალური ავტობუსებია დანიშნული, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ამცრელ ცენტრში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. აცრის გაკეთების მსურველებს ცოცხალ რიგში ჩადგომა დილის 10-დან, საღამოს 8 საათამდე შეუძლიათ.
"ვაქცინაციის პროცესი დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. გუშინდელი მონაცემებით, 1000-მდე ბენეფიციარი აიცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის და Pfizer-ის ვაქცინებით. დღეს დილიდან არ წყდება ნაკადი და ბენეფიციარები ცოცხალი რიგით მობრძანდებიან.
მოსახლეობას მოგიწოდებთ, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე მობრძანდეთ. რეგისტრაციისთვის გჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა და არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოთ ვაქცინებს შორის,"-აცხადებს ამცრელი ცენტრის მენეჯერი ხატია როგავა.