ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.
ყოფილი დეპუტატი წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული. თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
დაკავებულია, ასევე, ზვიადაურის ახლო ნათესავი - ჯაბა ჯანგირაშვილიც. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზვიადაურმა. მას იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.