20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
"მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში, ასევე დიდი ქალაქების უბნებში იყოს ხელმისაწვდომობა მსგავსი სივრცეების მიმართ" - ჯანდაცვის მინისტრი იმუნიზაციის ახალ ცენტრში იმყოფებოდა 

დილიდან აქტივობაა ახალ ამცრელ ცენტრში, სადაც მოქალაქეები ვაქცინას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იკეთებენ. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. მოქალაქეებს დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე, Pfizer-ით, Sinovac-ით და Sinopharm-ით შეუძლიათ აცრა.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები ქალაქის რამდენიმე წერტილიდან ემსახურება.

იმუნიზაციის ახალ ცენტრში ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი სულ რამდენიმე საათია რაც გახსნლია, მოსახლეობის მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.

"საკმაოდ დიდი მოცულობა როგორც ლექტორების, ასევე პედაგოგების და სტუდენტების არიან ასაცრელები და მათთვის კომფორტულ გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა. ამ სივრცეებში მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს მომსახურებას. გამტარობა სივრცეებში არის საკმაოდ მაღალი. დღესდღეობით, აქ იმყოფება 3 რეგისტრატორი და 6 ამცრელი ბრიგადა. სივრცეს აქვს კიდევ საშუალება იმის, რომ მოხდეს გაფართოება. დაახლოებით 600-დან 700 ადამიანამდე გამტარუნარიანობის საშუალება არსებობს. კონკრეტულად, ამ უბანში მასობრივი ვაქცინაციის სივრცე  არ იყო გახსნილი და მნიშვნელოვანი იყო როგორც რეგიონში, ასევე დიდი ქალაქების უბნებში იყოს ხელმისაწვდომობა მსგავსი სივრცეების მიმართ,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები