20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
"კოვიდი არის სიკვდილის მანქანა" - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან

"კურიერის" ექსკლუზიური რეპორტაჟი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი რეანიმაციული განყოფილებიდან - პაციენტები კორონავირუსზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს არ არის "ჩვეულებრივი ვირუსი" და ადამიანებმა თავი მაქსიმალურად უნდა დაიცვან. 

"არსებობს ეს ვირუსი და ეს არის სიკვდილის მანქანა, ამიტომ უნდა დაუჯერონ ექიმებს,"- აცხადებს კოვიდპაციენტი ირინა რევაზიშვილი. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი დუნდუა კი "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გაწერილი პაციენტები ექიმების დიდი იმედია. 

"ხშირად არა, მაგრამ გაგვიწერია უმძიმესი პაციენტები და ტოვებენ კლინიკას. ეს არის იმედი, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს ამ ბრძოლაში, რომელსაც კოვიდპანდემია ჰქვია. 

დღის ამბები