18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
ფოთში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით სენაკში კლინიკა "სენამედში", მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები