სტიქია სამცხე-ჯავახეთში - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დატბორა და გაანადგურა ბოსტნეული და ეზოები; ძლიერმა ქარმა კი მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა.
ჩამოიშალა მთაც, რის გამოც ასპინძა-ახალქალაქის გზა ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. იდგა ტრაილერებისა და ავტომანქანების გრძელი კოლონა.
დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები - აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე დენის გარეშეა. ადგილობრივების თქმით, ასეთი ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა არ ახსოვთ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაწყებულია.