ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო საბანკო ვალდებულებების შეჩერება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს და მმართველი პარტიისგან მძიმე ეკონომიური ვითარების პირობებში შეღავათები მოითხოვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა "საქართველოს ბანკის" შენობასთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, დროა საბანკო სექტორმა მისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. როგორც საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, შენობაში მხოლოდ ინდივიდუალურად მოქალაქეებს შეუშვებენ, ხოლო ინკასაციის სამსახურების წარმომადგენლებს ბანკში შესვლის ნებას არ მისცემენ.