20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ბოლო კვირაში კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გულ-სისხლძარღვთა, ინსულტითა და სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევებს 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე. 

"ეს დღეს მარტო საქართველოში არ ხდება. დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები