სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების ბრალის წარდგენის პროცედურა 3 საათია გრძელდება. ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
5-ვე დაკავებულის ადვოკატი ადგილზეა შესული. მათ დღეს საქმის მასალებს გადასცემენ.
ორ ბრალდებულს ოფიციალურად ბრალი უკვე წარედგინა - ცაციაშვილს და მაჩალიკაშვილს.
ცაციაშვილის შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია 328-ე მუხლით, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და დახმარებას გულისხმობს. სასჯელი ამ შემთხვევაში 10-17 წლამდეა.
მაჩალიკაშვილს გამოძიება 327-ე მუხლს ედავება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.
ორივე ბრალდებულს ჰყავს ერთი ადვოკატი ანა ლილუაშვილი, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.