საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კვლავ აცრისკენ მოუწოდებს. კუმბეგოვის შეფასებით, "აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია".
"79 არავაქცინირებული გარდაცვლილი. გთხოვთ, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირეთ და რაც შეიძლება სწრაფად, შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან,"- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსნებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
1-26 აგვისტოს კი ვირუსს 1208 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 7 028 ადამიანი გარდაიცვალა.