09 მაისი 2024,   00:35
ვრცლად
ავღანეთში, ქაბულის აეროპორტთან კიდევ 3 აფეთქება მოხდა - დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია

ქაბულის აეროპორტთან კიდევ 3 აფეთქება მოხდა - სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია 3 დამატებითი აფეთქების შესახებ ავღანეთის დედაქალაქში. დღის განმავლობაში ქაბულში სულ 6 აფეთქება მოხდა.

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს. ამის დასტურად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ თვითმკვლელის ფოტო გამოაქვეყნა.

ავღანეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს გადასცდა.

დღის ამბები