დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში, საერთო სტატისტიკის მიხედვით, დადებითი კონტურები იკვეთება. მისივე თქმით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა.
"თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა, ოდნავ დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი, რამდენიმე დღეა ჩამოსცილდა 10%-ს, თუმცა 7-14 დღის მონაცემები ჯერჯერობით იმავე ფარგლებშია.
შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7000-ით, ინფიცირებულების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია თანდათან შეიძლება შეკავდეს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.