20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.

შემთხვევა დღეს მოხდა.

ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს ჰქონდა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, განუვითარდა სეპტიკური შოკი.

"მას ბინის პირობებში გულყრა განუვითარდა, მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. შემოსვლისთანავე მოხდა მისი დაინტუბირება და მმართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა, ეს არის ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა  სეპტიკური შოკი და სამწუხაროდ დასრულდა ლეტალურად," - განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

დღის ამბები