თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. ჯუნაშერ ბურჭულაძის განცხადებით ამაყია, რომ პრემიერმა ჯარისკაცზე ზრუნვა დაიწყო.
"დიდი მადლობა რომ გვიდგახართ გვერდში, დიდი მადლობა, რომ ემსახურებით სამშობლოს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის ძალიან ემოციური დღე ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომ მანდო ასეთი დიდი სამსახური, ასეთი საპასუხისმგებლო უწყება და მე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ეს არის ის, რომ შევასრულო ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის დროს გასცა.
მე ვამაყობ იმით, რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის ამ რანგში ჩვენ უკვე აუცილებლად გავხდით შეუქცევადს ამ პროცესს,"-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.