26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა

გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა - ამის შესახებ ჯარისკაცებმა განაცხადეს. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ხოლო მეამბოხეთა ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა დათხოვნილია.

ამბოხებული სამხედროების თქმით, გადატრიალების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფცია და სიღარიბეა.

გვინეის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მეამბოხეთა შეტევა მოიგერიეს, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ სად იმყოფება პრეზიდენტი.

დღის ამბები