07 დეკემბერი 2021,   09:08
ვრცლად
კასპში, 2 თვის წინ დაკარგული 46 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

2 თვის წინ, კასპში დაკარგული 46 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მდინარეში მიაგნეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გელა მარტიაშვილი სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ისინი ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, მას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისთვის, ოჯახის პოზიცია უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. 

დღის ამბები