20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახის სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა. 

"10 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებების მიღებას ვიწყებთ და იაქტიურეთ. გასულ წლებში ამ პროგრამაზე ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა და ჯამში 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. 2021 წელს ჩვენ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეღო დაფინანსება. თუ 2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახის სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები