"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ცნობილი ხდება 33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა.
ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.
დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.
ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.