საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "არმი ჰოლში" საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
უწყების თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის მსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
დღესვე, სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.