ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების მაჩვენებლებში კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 838 იყო. გაცილებით მაღალია და 5 000-ს აჭარბებს მათი რიცხვი, ვინც ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
სწორედ დადებითი დინამიკიდან გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ციფრები საიმედოა, თუმცა ამან საზოგადოებას მოდუნების განცდა არ უნდა გაუჩინოს. საზოგადოება ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას პოზიტიურად ხვდება, თუმცა ეპიდემიოლოგებისთვის ეს ახალი თავსატეხია.