16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
მეგის ქარდავა ყველა განაჩენს გაასაჩივრებს და განცხადებას სოციალური ქსელით გააკეთებს - ადვოკატი

უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავა ადვოკატს შეხვდა. მისი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ცნობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. 

"ყველა განაჩენი გასაჩივრდება სათანადოდ, იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი. მისი პოზიცია უცვლელია - ის არ აღიარებს არცერთ ბრალდებას. ექსტრადირებაზე მის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როგორ იყო, რა პროცედურებით და დარღვევებით, ერთიან განცხადებას გააკეთებს მისივე სოციალური ქსელის მეშვეობით. ასევე, მის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორ მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში," - აცხადებს ადვოკატი. 

დღეს უკრაინიდან ექსტრადირებული ყოფილი მაღალჩინოსანი ადვოკატს პირველად შეხვდა. მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან 5-ზე ქარდავა უკვე მსჯავრდებულია.

 

 

დღის ამბები