09 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
გვაქვს შესაძლებლობა გავაფართოოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტიციები საქართველოში - ნათია თურნავა 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.

ნათია თურნავას თქმით, გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ეს ქვეყანა არის ჩვენი ტრადიციული ინვესტორ-პარტნიორი. ამ წლების მანძილზე მილიარდ ას მილიონზე მეტი უკვე ჩადებული აქვთ აქედან წამოსულ ინვესტორებს საქართველოში, მაგრამ ახლა არის შესაძლებლობა გაცილებით უფრო მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები, მათი ინვესტიციები საქართველოში," - განცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღის ამბები