27 ოქტომბერი 2021,   13:45
ვრცლად
ნაფარეულში სეტყვისგან დაზარალებული მევენახე სადაზღვევო კომპანიისგან 42 000 ლარს მიიღებს

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული, უკვე დათვლილი ზარალის ანაზღაურება დაიწყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ზარალი ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.

სადაზღვევო კომპანიები პროცედურას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რამდენიმე ოჯახის ზარალის ოდენობა უკვე დათვლილია. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, ერთ-ერთ ფერმერს ყურძნის მოსავლის 75% გაუნადგურდა და ის ზარალის ანაზღაურების სახით, 42 000 ლარს მიიღებს.



დღის ამბები