20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 22 სექტემბერს ახალი პროგრამის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ამერიკელი მეცნიერის და ქართველოლოგის, სტივენ ჯონსის შეფასებით, პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის სწავლების გაძლიერებას ამერიკულ სამეცნიერო წრეებში. გარდა ამისა, ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სტუდენტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.

ქართველოლოგიის პროგრამა, ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული პირველი ცენტრი იქნება, რომლის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. დაგეგმილია, რომ ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედებისას პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი წაიკითხავს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს, ანზორ ერქომაიშვილის ავტორობით გამოცემული სამტომეულის - "საქართველო, ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია", ინგლისურენოვანი თარგმანი გადასცა.

დღის ამბები