ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა - მწერლის სახლში მისვლა და ათასობით ნივთის დათვალიერება სტუმრებს დღეიდან შეეძლებათ. ოთხწლიანი სამუშაოების შემდეგ 15-ვე დარბაზი ღიაა.
მუზეუმში დაახლოებით 14 000-მდე ნივთია დაცული. ისტორიულ შენობაში განთავსებული იყო გაზეთ "ივერიის" რედაქცია. დამთვალიერებელს საშუალება აქვს მოინახულოს სივრცე, სადაც მწერალი მუშაობდა.
ეს არის სახლი, სადაც 1888-1901 წლებში ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ცხოვრობდა.