26 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
​შარტავას ქუჩაზე მოსახლეობა 38 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს - მოსახლეობის პროტესტს ანა დოლიძე​ შეუერთდა​

შარტავას ქუჩაზე მოსახლეობა 38 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, პროექტი კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

მოქალაქეების პროტესტს მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძეც შეუერთდა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ნებართვა მშენებლობაზე 2006 წელს გაიცა. გარკვეული პერიოდი მშენებლობა შეჩერებული იყო, 2020 წელს კი პროექტი კორექტირებული სახით დამტკიცდა, რაც კანონთან შესაბამისობაშია.

"აქ ამ განაშენიანების შედეგად არ იქნება საკმარისი არც პარკინგი, არც სასეირნო ადგილი, არც მწვანე სივრცე, არც ბავშვების სათამაშო სივრცე და ელემენტარულად, ამ კორპუსების მაცხოვრებელი მზეს და ცას ვეღარ დაინახავს. ყველაფერი ეს, რაც აქ ხდება, არის სისტემურად, რაც ხდება თბილისში, არაგონივრული განაშენიანება, განაშენიანება, რომელიც აზიანებს იმ ხალხს, რომელიც აქ უკვე ცხოვრობს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები