20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ველოდები, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და სააკაშვილი იქნება დამკვეთი - ნიკა გვარამია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ იგეგმებოდა ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობა - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს უწყებაში დღეს აცნობეს.
 
სამსახურის დატოვების შემდეგ ნიკა გვარამიამ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სნაიპერული შაშხანით მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ და ანტიტერორისტულ სამსახურს მიმართა, დღეს კი სუსმა მას დაუდასტურა ეს ცნობა და უთხრა ისიც, რომ იგეგმებოდა კიდევ სხვა ჟურნალისტის მკვლელობა.
 
სუს-ის საჯარო განმარტება ნიკა გვარამიასთვის გაუგებარი აღმოჩნდა, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება

"ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი - ეს მიზნად ისახავს დაზაფვრას, განსაკუთრებით, მედია საზოგადოების. მე უკვე ველოდები იმას, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და სააკაშვილი იქნება დამკვეთი,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც სუს-ში განაცხადეს,დღეს ნიკა გვარამიას დაბარება გამოძიების ფარგლებში მოხდა, მათ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გვარამიას რეკომენდაციები მისცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები