20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან 

რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან. მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი უფლებადამცველები უკვე ერთ საათზე მეტია იმყოფებიან. ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე ორი დღეა ზარების განხორციელების უფლება მხოლოდ ადვოკატებთან აქვს. 

"თუ მაგარი ბიჭები არიან, ჩანიშნონ სასამართლო პროცესი, უფრო მეტიც, თუ მაგარი ბიჭები არიან, წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ? იმ საწყალ ხალხს რომ უყენებენ ბრალდებებს, როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს რომ დასდევდა ხუნტა, ისე რომ დასდევენ. არანაირი სამართლებრივი საფუძველი მიშასთვის ზარების შეზღუდვის არ არსებობდა. მაგრამ ხელისუფლება იმდენად არის დაპანიკებული მიშა სააკაშვილის უკვე საქართველოში ყოფნის ფაქტით, არ გამიკვირდება ადვოკატებსაც რომ შეგვიზღუდონ მისი მონახულების შესაძლებლობა," - აცხადებს ბექა ბასილაია.

ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეუძლია. 

"რეალურად, მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მეშვეობით შეუძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ეს მიუთითებს ერთ ფაქტზე, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის და შესაბამისად, ცდილობს, რომ შეუზღუდოს ყველა საშუალება,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღის ამბები