24 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
ხმაური იყო სამტრედიაში - საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ, რა დროსაც მათ სხვა პირები დაუპირისპირდნენ

 ხმაური და დაპირისპირება იყო სამტრედიაში. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ, მათ ადგილზე მისული სხვა პირები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მათივე ინფორმაციით, ადგილზე გამოჩნდა კარლო კალაძის მანქანა.

მომხდარი ინციდენტის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც. მიმდინარეობს გამოკითხვა.

დღის ამბები