03 სექტემბერი 2026,   18:11
ვრცლად
გახდება თუ არა საჭირო "ბუსტერ" დოზა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში - თამარ გაბუნიას განმარტება

გახდება თუ არა საჭირო ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვთა ასაკში "ბუსტერ" დოზის გამოყენება - როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "დილა მშვიდობისა საქართველოში" სტუმრობისას განმარტა, ზრდასრული ასაკისგან განსხვავებით, მოზარდებში მე-3 დოზით აცრის საჭიროება არ დგას. 

"ბავშვებში "ბუსტერ" დოზის საჭიროება არ არსებობს, მხოლოდ 2 აცრა იქნება საკმარისი. ზოგიერთი ქვეყანა კი მასაც განიხილავს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, მხოლოდ ერთი დოზით აცრან - ეს საკითხი განხილვის პროცესშია, ამ სქემის შემუშავების შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს აცრიან - აღნიშნული გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო

დღის ამბები