ისანში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წარმომადგენელს მანქანა დაუზიანეს. თამილა ქუთათელაძე მომხდარს შურისძიებას უკავშირებს.
თამილა ქუთათელაძე ისნის საოლქო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი თქმით, შეადგინა საჩივრის ოქმები, რომელიც შემდეგ სასამართლოს უნდა განეხილა. როგორც ქუთათელაძე ფიქრობს, სწორედ ეს გახდა მისი მანქანის მინების ჩამსხვრევის მოტივი.