ბათუმში მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ახლა დამატებითი კვლევები უტარდება.
"37 წლის მამაკაცია, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა იყო მძიმე, პაციენტი იყო გონზე, მას აღენიშნება სხეულის დაჟეჟილობები, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, კოჭ-წვივის დაზიანება.
მას ახლა უტარდება კვლევები,"- ვაცხადებს ექიმი.
37 წლის მამაკაცი ზვიად თავდგირიძეა, ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ მაშველები და მასთან მიახლოებას რამდენიმე ადგილიდან ცდილობდნენ. თავდგირიძე მაშველებს ნანგრევებიდან ეუბნებოდა, რომ ის თავს შეუძლოდ არ გრძნობდა, თუმცა ფეხი ჰქონდა დაზიანებული.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.