03 სექტემბერი 2026,   20:31
ვრცლად
"რძალს ვესაუბრე და მითხრა, ისე ინგრევა აქაურობა მე მგონი ყველა ქვემოთ ჩავვარდებითო" - რას ყვება ნანგრევებში დაკარგული ცოლ-ქმრის ახლობელი

ბათუმში ნანგრევებში ამ დრომდე სამ ადამიანს ეძებენ, 12 წლის ბავშვს, რომელიც ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. 

ნანგრევებში დაკარგული ცოლ-ქმრის ახლობელი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ რძალს ნგრევის პროცესში ესაუბრა და ამ დრომდე მათი ძებნა ნანგრევებში გრძელდება. 

"ძმისშვილს და რძალს ეძებენ, არ ვიცი რა იქნება, არ ჩანან ჯერ, ღმერთო. რძალს ვესაუბრე და მითხრა, ისე ინგრევა აქაურობა მე მგონი ყველა ქვემოთ ჩავვარდებითო. ვიღაც ახალი იყო ვინც იყიდა და მოიყვანა ხელოსნები და ყველაფერი დაინგრა კიდეც, ხალხი გაუბედურდა,"- განაცხადა ოჯახის ახლობელმა. 

დღის ამბები