საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის საჩივრებზე განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ისნის "ევროპული საქართველოს" და საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ესწრება.
ბესიკ დონაძის განმარტებით, მისი პარტიის წევრებმა უბნების გახსნა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს, თუმცა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ მისთვის სასურველი უბნები და ბათილი ბიულეტენები დათვალა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე უნდა გამოაცხადოს.