რუსთავის #12 სასჯელაღსრულებს დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან მისი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა და შიმშილობის ნეგატიური ეფექტი მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.
"შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება ახალ სირთულეებს, მაგრამ შიმშილობის ყოველი დღე ამავდოულად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მორალურ სიმტკიცეს, მორალურ მხნეობას და ის მორალურად არის ისე მტკიცედ, რომ შიმშილობის ეს ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა,"- აცხადებს ბექა ბასილაია.
სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, ექსპერზიდენტმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.
"ისევ უარს აცხადებს ექიმების ჩარევაზე, მისი ცუდად გახდომის შემთხვევაში. ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან ეს გახდა სალაპარაკო და განსჯის საგანი,"- განაცხადა ადვოკატმა.