რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი აკაკი მინაშვილი მივიდა.
მისი თქმით, მიუხედავად შიმშილობისა, შინაგანი ძალის ხარჯზე ექსპრეზიდენტი მხნედ გამოიყურება.
"იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი 12 დღეა შიმშილობს, სუსტადაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმდენად დიდი შინაგანი ძალა აქვს მას და მან ძალიან კარგად იცის, რა იდეისთვის იბრძვის, რა მიზნები აქვს, აქედან გამომდინარე, შინაგანი ძალა იმდენად დიდია, რომ არის ძალიან მხნედ და ბრძოლის ხასიათზე, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა,"- აცხადებს აკაკი მინაშვილი.