20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ხანძარი რუსთავის ციხეში ლოკალიზებულია - ცეცხლი მე-17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა

ხანძარი რუსთავის ციხეში ლოკალიზებულია - ცეცხლი მე-17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ, ახლა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პატიმრებს საფრთხე არ ემუქრებათ. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს" - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე აღსანიშნავია,რომ ხანძრის გამო საპატიმროს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ ზარების განხორციელებას და ოჯახებთან დარეკვას. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ მიეცემათ.

დღის ამბები